aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ხუხაშვილი მმართველ გუნდზე: “თავი თუ არ გაქვს, გადაწყვეტილება არ უნდა მიიღო”

aviabiletebi
ავიაბილეთები

ბოლო პერიოდში ქართული ეკლესიის ავტორიტეტი სერიოზულად შეირყა და მარიხუანას თემით მას შეუძლია დაკარგული პოზიციების აღდგენა. ეს ყველაფერი არის პოლიტიკა და ამაში ცუდს ვერ ვხედავ, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა “მეტრონომთან” საუბრისას განაცხადა.

ხუხაშვილის განცხადებით, ხელისუფლება არათანმიმდევრულად მართავს ქვეყანას.

“ჩვენი ხელისუფლების გადაწყვეტილებები, როგორც ყოველთვის, ახლაც ნახევარფაბრიკატს გავდა. სადილი არ დაამზადეს კარგად და უმს გვატენიდნენ საჭმელად. ასეთ ვითარებაში წინააღმდეგობა იქნება. გარდა ამისა, ჩვენ ვიცით, რომ ბოლო პერიოდში ქართული ეკლესიის ავტორიტეტი სერიოზულად შეირყა და მარიხუანას თემით მას შეუძლია დაკარგული პოზიციების აღდგენა. ეს ყველაფერი არის პოლიტიკა და ამაში ცუდს ვერ ვხედავ.

გინდა თუ არ გინდა, ეკლესია პოლიტიკის ნაწილია. ვფიქრობ, ყველაფერი საკმაოდ კანონზომიერად ვითარდება. სავალალო ისაა, რომ ხელისუფლების ნახევრად გადაწყვეტილებები, ოქროს კოშკების ხატვა და მერე საპნის ბუშტებივით გახეთქვა, სისტემურ პრობლემებად გადაიქცა. ერთ დღეს გვიმტკიცებდნენ, რომ დაბოლებული საქართველო ეკონომიკურ გარღვევას მოახდენსო და მეორე დღეს გვითხრეს, რომ ამ საკითხს აღარ განვიხილავთო. აბსოლუტურად არათანმიმდევრულად იქცევიან. ამას ქვეყნის მართვა არ ქვია. თუ გადაწყვეტილებებს იღებ შესაბამისად პასუხისმგებლობაც უნდა აიღო და გაიტანო შენი აზრი. თუ ამის თავი არ გაქვს, გადაწყვეტილება არ უნდა მიიღო. ეს ქვეყნის მართვის მარტივი ფორმულაა, რომელიც “ოცნებამ” ვერ შეიგნო”, – განაცხადა ხუხაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ შნაგან საქმეთა სამინისტრომ მოამზადა კანონპროექტი, რომლის თანახმადაც, სამედიცინო კუთხითა, ქვეყანაში კანაფის წარმოება და მისი ექსპორტი უნდა დაიწყოს.

ამ ფაქტზე მკვეთრი რეაქცია ქონდა ეკლესიას და ისინი ხელისუფლებას მოუწოდებენ არ დაუშვან ქვეყანაში მარიუხანას კულტივაცია. ამის შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობამ კანონპროექტის განხილვა გადადო.

იტვირთბა....