aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

ხუხაშვილი: ამერიკის პოლიტიკური ელიტა ტრამპზე შეტევებით ისე გაერთო, რომ მას რუსეთთან ურთიერთობების დალაგებისკენ უბიძგა”

aviabiletebi
ავიაბილეთები

სამიტის შედეგებს უნდა ველოდოთ შეერთებული შტატების შიდა პოლიტიკურ ბატალიებში. ძალიან დიდი ენერგია იხარჯება ამ ყველაფერზე და ამას გლობალური უსაფრთხოების საკითხები ეწირება. ეს ყველაფერი კი ძალიან სამწუხაროა, – ასე აფასებს “მეტრონომთან” საუბრისას პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ფინეთში ჰელსინკის სამიტზე პუტინისა და ტრამპის შეხვედრის კომენტირებისას.

“პირველ რიგში, პუტინისა და ტრამპის შეხვედრას რაიმე კონკრეტული შედეგი არ მოყოლია. სამწუხაროდ, იმის თქმა შემიძია, რომ ამერიკული პოლიტიკური ელიტა შიდა თამაშებითა და ტრამპზე შეტევებით ისე გაერთო, რომ საბოლოოდ, ამერიკის პრეზიდენტს რუსეთთან ურთიერთობების დალაგებისკენ უბიძგა. როდესაც შენ ადამიანს მუდმივად აბრალებ, რომ ლამის უცხო ქვეყანაზე მუშაობს და კომპრომიტირებას ცდილობ, რაღაც ეტაპამდე ის თავს იმართლებს, ხოლო შემდეგ კონტრშეტევაზე გადადის.

სწორედ ამ პროცესს ვაკვირდებით. მე ვფიქრობ, რომ ტრამპი სამიტის შიდა პოლიტიკურ ბრძოლაში შევიდა და მისთვის ეს განზომილება იყო ძირითადი. ასე რომ, სამიტის შედეგებს უნდა ველოდოთ შეერთებული შტატების შიდა პოლიტიკურ ბატალიებში. ძალიან დიდი ენერგია იხარჯება ამ ყველაფერზე და ამას გლობალური უსაფრთხოების საკითხები ეწირება. ეს ყველაფერი კი ძალიან სამწუხაროა”, – განაცხადა ხუხაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ჰელსინკის სამიტის ფარგლებში ამერიკის პრეზიდდენტი რუსეთის პირველ პირს შეხვდა. ერთობლივ პრესკონფერენციაზე კი ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ის არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის საქმეზე ვლადიმერ პუტინის ვერსიის სჯერა. ამ განცხადების გამო, ტრამპს თანაპარტიელები დაუპირისპირდნენ, ხოლო ჯონ მაკკეინმა ამ ყველაფერს ისტორიაში ყველაზე სამარცხვინო წარმოდგენა უწოდა. ამის შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, პოლ რაიანმა განაცხადა, რომ ამერიკა რუსეთის მოკავშირე არ არის.

იტვირთბა....