aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

ხორავას ქუჩის მოწმე: “ჩემს ბიჭობაში გაშველებისას ცხვირ-პირში მომხვდა და იმის მერე ვცდილობ არ ჩავერიო” (ვიდეო)

aviabiletebi
ავიაბილეთები

ხორავას ქუჩაზე მკვლელობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიაზე მოწმე ნიკოლოზ იორდანიშვილი იკითხება.

როგორც მოწმემ განაცხადა, წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე, ის ჩხუბში აღარ ერევა-ხოლმე.

„ადრე, ჩემს ბიჭობაშიც ჩხუბობდნენ, გაშველება მინდოდა და რომ იტყვიან, კარგად მივიღე ცხვირ-პირში. იმის მერე ვცდილობ, რომ არაფერში ჩავერიო. დღემდე მიტკაცუნებს ყბა. ალბათ 90-იან წლებში იყო. არ დამიმალია, უბრალოდ მეგონა, ახსნას მთხოვდით“, – განაცხადა მოწმემ.

იორდანაშვილის განცხადებით, ის ჩხუბის მომენტს შეესწრო, მაგრამ დანა არ დაუნახავს.

„მანქანით როდესაც ეზოში შევედი, ბავშვები დავინახე, რას აკეთებდნენ, არ მახსოვს, მაგრამ წყნარად იყვნენ. ცოტახანში ეზოში კიდევ სხვა ბავშვები შემოვიდნენ.

ამის შემდეგ ჩოჩქოლი გავიგე და უცებ, რამდენიმე ადგილზე ჩხუბი დაიწყო. ორი ბავშვი ჩხუბობდა ჩემი მანქანის მარჯვენა წინა კართან. ჩხუბი ხდებოდა თუ არა ფარდულთან, არ მახსოვს. არ გამიხედავს, ვერ ვიხსენებ თუ ვინმე მეფარებოდა. ჩვეულებრივი ჩხუბი იყო. ჯოხი არ დამინახავს. მარჯვნივ და მარცხნივ ერთი ერთზე ჩხუბობდნენ. წინ უფრო მეტნი იყვნენ და წაქცეული არავინ მინახავს. ბიჭების აღწერილობა არ მახსოვს. ამ დროს ფანჯარა ჩემს მხარეს ოდნავ ჩაწეული მქონდა. მხედველობის პრობლემა, ასტიგმატიზმი მაქვს”, – განაცხადა იორდანაშვილმა.

დღესვე კომისია ექსპერტებსაც გამოკითხავს.

ვიდეო: “1ტვ”

იტვირთბა....