aviabiletebi
ახალი ამბები ბიზნესი მთავარი სამართალი

“აღარაფერი გეშველებათ, მაგრამ ამ ქვეყანას ასე რატომ ერჩით” – ხიდაშელი “თიბისის” საქმეს ეხმაურება

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინათინ ხიდაშელი სოციალურ ქსელში “თიბისი ბანკის” ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება. ის ახსენებს ყოფილ პრემიერ კვირიკაშვილს და აცხადებს, რომ სწორედ მის შეწირვას უკავშირდება “ამ ადამიანებთან დაკავშირებული საქმის ფასი”.

“როდესაც ქვეყანაში სულ 2 ბანკი გაქვს ერთერთის პატრონ-შემქმნელებს პროკურატურაში ატარებ, შენი მედია დაიჭერენო ყვირის მინიმუმ ახსნაზე ბევრი დრო რომ უნდა დახარჯო რთული მისახვედრია.
აქვე:
— ქვეყნის დირექტორის საჯარო მუქარა არ დაგვავიწყდეს,
— მთავარ საშიშ კაცთან (ვანოსთან) საქმის გარჩევა,
— კვირიკას შეწირვაში სწორედ ამ ადამიანებთან დაკავშირებული საქმის ფასი.

არ არის ეს ჩვეულებრივი ამბავი, არც რიგითი კრიმინალური შემთხვევა, იმან განცხადება გაავრცელათი რომ დასრულდეს.
დიდი იქნება ფასი შინ და გარეთ პატარა შეცდომის შემთხვევაში.
თქვენ კი აღარაფერი გეშველებათ, მაგრამ ამ ქვეყანას ასე ძალიან რატომ ერჩით?” – წერს ხიდაშელი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ  გენერალური პროკურატურა TBC ბანკის დოკუმენტებს სწავლობს.

გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, „თიბისი ბანკის“ აქტივობებში ფულის გათეთრებისა და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებების ნიშნები იკვეთებოდა.

ამ ფაქტთან დაკავშირებით კი ბანკმა განცხადება გაავრცელა. 

იტვირთბა....