aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ხალხის მოთხოვნა იყო – თაკო ჩარკვიანი პარტიას ქმნის

aviabiletebi
ავიაბილეთები

პარტიის რეგისტრაცია რომ დაიწყება, გვექნება დიდი პრეზენტაცია და ცხადია, ჩემი თანაგუნდელებიც გამოჩნდებიან. დანარჩენი შემიძლიათ გითხრათ. პარტია შეფუთვის პროცესშია, გვაქვს ძალიან საინტერესო პროგრამა. არ მინდა, პრეზენტაციის ზუსტი რიცხვი ვთქვა, ველოდებით პოლიტიკურ მოვლენებს, – ამის შესახებ “მეტრონომს” თაკო ჩარკვიანმა განუცხადა.

ჩარკვიანის განცხადებით, პარტიას, რომელიც ის და მისი თანამოაზრეები შექმნიან “კანონი და სამართალი” ერქმევა.

“ძალიან ვჩქარობდი, რომ ვაკვირდები სიტუაციას, კარგია რომ დავიცადეთ, დაიწმინდა პოლიტიკური პროცესები და კარგია, რომ ჩვენი პარტია ახლა გამოჩნდება. პირდაპირ მოითხოვა ამ არჩევნებმა, ხალხის მოთხოვნა იყო და აბსოლუტურად აქედან წამოვიდა ამ პარტიის შექმნა. პარტია იქნება მემარჯვენე ცენტრისტული. პრეზიდენტის ნათქვამს რაც შეეხება მემარჯვენე-მემარცხენეობასთან დაკავშირებით, ზურაბიშვილს საერთოდ აქვს არეული და არ იცის პოლიტიკოსი არის თუ არა. რა განცხადებებსაც აკეთებდა და აკეთებს ზურაბიშვილი, ის ვერ იქნება ჩემი პრეზიდენტი.

ჩვენი პარტია, რომ “გაერთიანებულ ოპოზიციასთან” ითანამშრომლებს, ამაზე შეთნხმებულები ვართ. იმიტომ, რომ ძლივს შეკოწიწებულმა გაერთიანებამ ფაქტია, რომ 876 000 ამომრჩევლის ხმა დადო, ეს ოფიციალური ციფრები რაცაა, გაყალბებაზე არ მაქვს საუბარი. სულ ცოტა ის გავაკეთეთ, რომ ხელისუფლებას არ ვაძინებთ. ნორმალურ ქვეყანაში ხელისუფლებას მშვიდად არ უნდა ძინავდეს და ჩვენ ეს გავაკეთეთ. ხალხის გამო, უნდა არსებობდეს ძლიერი ოპოზიცია, რომელიც ოპონირებას გაუწევს ხელისუფლებას. საქართველოში ეს აღიქმება იმისი ხარ, ამისი ხარ და ა.შ. ძლიერი ოპოზიცია დემოკრატიულობის ნიშანია. ამიტომ, ვთვლით, რომ ურთიერთობა უნდა გვქონდეს “გაერთიანებულ ოპოზიციასთან”. რაც შეეხება სახელს, ჩვენს პარტიას “კანონი და სამართალი” ერქმევა”, – აცხადებს ჩარკვიანი.

იტვირთბა....