aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ნუ ელოდებიან ივანიშვილს”: დავით ჭიჭინაძე მომავალი სხდომის შესახებ საუბრობს

aviabiletebi
ავიაბილეთები

უმრავლესობის სხდომის გადადების შემდეგ პოლიტიკურ წრეებში მითქმა-მოთქმები არ წყდება. რიგი დეპუტატები აცხადებენ, რომ თუკი შაბათისთვის დაგეგმილი შეხვედრა ისევ გადაიდო, ეს უკვე სერიოზული კრიზისის მანიშნებელი იქნება.

“რატომ გადაიდო ან ვინ გადადო, რა უნდათ ვეღარ გავიგე. ქუთაისში ვინ ვერ ჩადის?! – ეს არის მიზეზი?! სამი-ოთხი კაცი ვართ, სულ გასასამართლებელი და რად უნდა ამას ამხელა შეკრებები?!” – ასეთი განცხადება გააკეთა უმრავლესობის წევრმა დავით ჭიჭინაძემ.

“რა შუაშია ბიძინა ივანიშვილი?! ნუ ელოდებიან საერთოდ რატომ დაისვა ეს საკითხი და რატომ გაჩნდა მოლოდინი, რომ ივანიშვილი შესაძლოა უმრავლესობის სხდომას დასწრებოდა. ეს არის ჩვენი, პარტიის შიგნით გასარჩევი საკითხი” – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

შეგახსენებთ, გუშინ უნდა გამართულიყო უმრავლესობის სხდომა, მაგრამ გაურკვეველი მიზეზების გამო გადაიდო. მომავალ სხდომაზე კი პრემიერ კვირიკაშვილსა და ყოფილ პრემიერ ბიძინა ივანიშვილს ელოდებიან.

იტვირთბა....