aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ჭიჭინაძე ივანიშვილზე: “არც მაგას მივუღივარ პარტიაში, არც მაგას მიუღია გადაწყევტილება ჩემი მაჟორიტარად წარდგენაში”

aviabiletebi
ავიაბილეთები

პარტია “ქართული ოცნებიდან” გარიცხული დავით ჭიჭინაძე აცხადებს, რომ შესაძლოა, ივანიშვილმა არ იცოდა მისი გარიცხვის შესახებ.

როგორც “კურიერს” ჭიჭინაძემ განუცხადა, რიგითი დეპუტატის გარიცხვა ივანიშვილის დონეზე არ წყდება.

“მე გავიგე ისევ და ისევ თქვენი მეშვეობით, ისე, როგორც ძალიან ბევრ რამეს ვგებულობდით თქვენი მეშვეობით მინისტრების კანდიდატებზე, გათავისუფლებაც თქვენი მეშვეობით გავიგე, უმრავლესობასთან ურთიერთობის ძალიან კარგი ფორმაა, ვფიქრობ, რატომ უნდა დახარჯონ დრო, ენერგია ახსნაზე, ან პოზიციების შეჯერებაზე, მაგრამ რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, არც მაგას მივუღივარ პარტიაში, არც მაგას მიუღია გადაწყევტილება ჩემი მაჟორიტარად წარდგენაში, მაგრამ ვფიქრობ ამ ადამიანის ხელმოწერაც არ არის, როგორც იტყვიან, არამეფის საქმეა, რიგითი დეპუტატის პარტიიდან გარიცხვა ეგეთ დონეზე არ წყდება. თუმცა ქალბატონი თამარი იძახის, რომ შეუთანხმეს, ამით რა თქვეს, ვერ გავიგე, რომ თითონ ამ ხუთმა ადამიანმა ისევ თავიანთი თავი დააკნინეს, მაშინ რატომ აქვთ ეს თანამდებობები თუ კიდევ ვიღაცას უთანხმებენ, ესეც გაუგებარია. მაშინ გააუქმონ ისე თანამდებობი, იყოს მრჩეველთა საბჭო, რომელიც მიიღებს დავალებას და შეასრულებს”, – განაცხადა ჭიჭინაძემ.

იტვირთბა....