მთავარი ციტატა

“ძირითადი პოლიტიკური ელიტა, ვისაც ივანიშვილის გვერდით ვხედავთ, არიან ბუჩქებიდან გამომძვრალი ადამიანები”

“ქართულ ოცნებას“ სერიოზული სისტემური წარმატება არ ჰქონია თავისი მოღვაწეობის დროს, ერთადერთი ფაქტორი, რომელზეც ეს პოლიტიკური ძალა დგას არის, სისხლიანი რეჟიმი, სისხლიანი ცხრა წელი, ანუ „ნაციონალური მოძრაობა“. როდესაც დადგა იმ რეალობის წინაშე ივანიშვილი, რომ მორალური უპირატესობა აღარ აქვს, დაინახა სავალალო პერსპექტივა არა მხოლოდ ენმ-სთან მიმართებაში, არამედ, პოლიტიკურ პროცესთან მიმართებაში.  მან დაინახა დემორალიზაციის ის ხარისხი, რაც მის გარემოცვაში სუფევდა იმ დღეების განმავლობაში, სრული ისტერიკა ვნახეთ. ხშირად მითქვამს, ბოლო 2-3 წლის განმავლობაში რომ მან ირგვლივ დაიტოვა ადამიანები, რომლებიც მხოლოდ თავიანთი პატარა ჭიის გასახარებლად არიან იქ. ცხადია, მე ყველაზე ვერ ვიტყვი, არიან ჩვენი გამოცდილი და მებრძოლი ადამიანები, მაგრამ ძირითადი პოლიტიკური ელიტა, ვისაც ჩვენ მის გვერდით ვხედავთ, არიან ბუჩქებიდან გამომძვრალი ადამიანები, რომლებიც საკუთარი კეთილდღეობის იქით ვერაფერს ხედავენ და ივანიშვილის მხრებზე პარაზიტირიბდნენ”, – განაცხადა პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა ინგა გრიგოლიას გადაცემა „რეაქციაში“.

იტვირთბა....