aviabiletebi
ახალი ამბები ბიზნესი ეკონომიკა მთავარი პოლიტიკა

“კურსის ცვლილება არაა დამოკიდებული საქართველოზე, იმიტომ, რომ ჩვენ ვართ გახსნილი ეკონომიკა”

aviabiletebi
ავიაბილეთები

“ჩვენ შევქმენით ყველა ინსტრუმენტი იმისთვის, რომ მოსახლეობის დიდ ნაწილს სესხები ლარში გადაეყვანა და შესაბამისად, მათზე კურსის ცვლილებას ზეგავლენა არ მოეხდინა” – ასეთი განცხადება გააკეთა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა. მისი თქმით, მთავარია მოსახლეობისთვის არ გაიზარდოს ფასები პროდუქციაზე და სესხების მომსახურებაზე.

„ჩვენ ბევრჯერ ვისაუბრეთ იმაზე, რომ კურსის ცვლილება ძირითად შემთხვევაში არაა დამოკიდებული საქართველოზე, იმიტომ, რომ ჩვენ ვართ ღია და გახსნილი ეკონომიკა”. – ამბობს ქუმსიშვილი.

მისი განცხადებით, ის კარგად ხედავს, ივლისის შემდეგ ინფლაციამ როგორ დაიწყო შემცირება და ის დარწმუნებულია, რომ 2018 წელს 3%-იანი მიზნობრივ მაჩვენებელი დაბრუნდება.

იტვირთბა....