aviabiletebi
ახალი ამბები კრიმინალი მთავარი

შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის ფლობისთვის პირი დააკავა

aviabiletebi
ავიაბილეთები

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე, 1984 წელს დაბადებული ს.რ., ნარკოდანაშაულისთვის, თბილისში დააკავეს.

სამართალდამცველებმა დაკავებულის დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, 33,42 გრამი ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, რომელიც, ექსპერტიზის დასკვნით, 21 გრამ ჰეროინს შეიცავს. პოლიციამ ასევე ამოიღო ოთხი კაფსულა ფსიქოტროპული ნივთიერება „პრეგაბალინი“.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 261-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

იტვირთბა....