aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

შსს: “გირჩის” მიერ გავრცელებულ განცხადებებს ვაფასებთ, როგორც დანაშაულის ორგანიზების განზრახვას

aviabiletebi
ავიაბილეთები

შსს-ში აცხადებენ, რომ უწყება „გირჩის“ მიერ ბოლო დღეების განმავლობაში გავრცელებულ განცხადებებს აფასებს როგორც დანაშაულის ორგანიზების განზრახვას.

“შინაგან საქმეთა სამინისტრო „გირჩის“ მიერ ბოლო დღეების განმავლობაში გავრცელებულ განცხადებებს აფასებს როგორც დანაშაულის ორგანიზების განზრახვას, სამართალდარღვევების ჩადენისკენ მოწოდებას და მოქალაქეთა წახალისებას ჩაებან კანონსაწინააღმდეგო საქმიანობაში. აღნიშნული განცხადებების საფუძველზე, სამინისტრომ უკვე დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე პრიმა მუხლის მე-2 და მე-8 ნაწილებით, რაც მცენარე კანაფის ან მარიხუანას უკანონო შეძენა-შენახვას და გასაღებას გულისხმობს. პოლიციამ იაგო ხვიჩია და ვახტანგ მეგრელიშვილი მიმდინარე გამოძიების ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებების ჩასატარებლად პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანა“, – აცხადებენ შსს-ში.

შეგახსენებთ, რომ “გირჩი” დღეს მარიხუანის ფესტივალის ჩატარებას გეგმავს, რომელიც დედა ენის ბაღში იმართება. ამ წუთებში ბაღში დიდი რაოდენობით სამართალდამცველია მობილიზებული. იაგო ხვიჩია და ვახტანგ მეგრელიშვილი გადაყვანილები არიან განყოფილებაში, როგორც შსს განმარტავს, ჩხრეკის მიზნით.

იტვირთბა....