aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

შსს: აქციის მონაწილეებმა დააზიანეს საპოლიციო ტრანსპორტი და ტექნიკა

aviabiletebi
ავიაბილეთები

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა დააზიანეს საპოლიციო ტრანსპორტი და ტექნიკა.

უწყება კიდევ ერთხელ მოუწოდებს აქციების ორგანიზატორებს, დაიცვან მართლწესრიგი და დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს.

“თელავში, საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციის პარალელურად დაანონსებული საპროტესტო აქციის ორგანიზატორებს, სატრანსპორტო საშუალებების მრავალრიცხოვანი ნაკადიდან გამომდინარე, შეთავაზებული ჰქონდათ თელავის მიმართულებით მოძრაობის უსაფრთხო მარშრუტი. თბილისი-ყვარელი-თელავის მიმართულებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საპროტესტო აქციის მონაწილეებს შესთავაზა ასევე ალტერნატიული ტრანსპორტი, რომელიც ფეხითმოსიარულეებს თელავში უსაფრთხოდ გადაადგილებას უზრუნველყოფს. მიუხედავად პოლიციის მიერ უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე შეთავაზებისა საპროტესტო აქციის მონაწილეებმა დააზიანეს საპოლიციო ტრანსპორტი და ტექნიკა. შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს აქციების ორგანიზატორებს, დაიცვან მართლწესრიგი და დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს. საპროტესტო მსვლელობის და აქციების მიმდინარეობისას, სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მიერ, კანონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი”, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

იტვირთბა....