aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

შეძლებს თუ არა ფრაქციის შექმნას “ნაციონალური მოძრაობა”: აზერ სულეიმანოვმა გადაწყვეტილება მიიღო

aviabiletebi
ავიაბილეთები

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, დეპუტატი აზერ სულეიმანოვი ფრაქცია „ნაციონალურ მოძრაობაში“ რჩება. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელ facebook-ზე წერს.
„საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე მინდა განვაცხადო, რომ ვიყავი და ვარ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი. ვაგრძელებ პარლამენტში საქმიანობას ამ ფრაქციის რიგებში უკეთესი საქართველოსათვის“, – წერს აზერ სულეიმანოვი.

შეგახსენებთ, საპარლამენტო უმცირესობიდან „ნაციონალურ მოძრაობაში“ დარჩნენ ნიკა მელია, თინა ბოკუჩავა, კობა ნაყოფია, სალომე სამადაშვილი და რომან გოცირიძე. უმცირესობიდან ყველა დანარჩენმა „ნაციონალური მოძრაობის“ სხვა პოლიტიკურ ლიდერებთან ერთად პარტია დატოვა. ამ დრომდე უცნობი იყო დეპუტატ აზერ სულეიმანოვის პოზიცია, თუმცა დღევანდელი გადაწყვეტილებით, ის „ნაციონალურ მოძრაობაში“ რჩება.

აზერ სულეიმანოვის გადაწყვეტილებიდან გამომდინარე პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში ფრაქციის შექმნას შეძლებს.

 

იტვირთბა....