aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ჩვენ ხელისუფლებასთან მოლაპარაკების მაგიდასთან არ დავჯდებით”

aviabiletebi
ავიაბილეთები

”თავისუფალი დემოკრატების” თავმჯდომარე შალვა შავგულიძე აცხადებს, რომ  საკონსტიტუციო საკითხებზე ხელისუფლებასთან მოლაპარაკების მაგიდასთან არ დაჯდება. მისი თქმით, თუ მმართველი გუნდი არ დაბრუნდება იმ პოლიტიკურ მოცემულობაზე, რომელიც სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას 2020 წლიდან ითვალისწინებს, მმართველი გუნდისგან მისი პარტია, სხვა არცერთ შეთავაზებას არ მიიღებს.  შავგულიძე აცხადებს, რომ  ამ მოცულობაზე  დაბრუნების გარეშე, ხელისუფლებასთან, სხვა რაიმე სახის მოლაპარაკება, მხოლოდ კონსენსუსის ილუზიას შექმნის.

”მე შემიძლია ვთქვა სრული პასუხისმგებლობით, რომ ჩვენ მოლაპარაკების მაგიდასთან არ დავჯდებით ხელისუფლებასთან. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა გავყვეთ უკანონობის გამართლებაში ხელისუფლებას და უნდა დავეხმაროთ კონსენსუსის იმიტაციის შექმნაში, რაც არ შეუწყობს ხელს ქვეყნის ინტერესებს”, – განაცხადა შავგულიძემ.

მისივე თქმით, თუ არ მოხდა 2020 წელს გადასვლა სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე, წყალში იყრება საკონსტიტუციო კომისიის შრომა, ვენეციის კომისიის მოსაზრებები და საყოველთაო-სახალხო განხილვები.

წყარო: “ინტერპრესნიუსი”

იტვირთბა....