aviabiletebi
კულტურა საზოგადოება

“თქვენ მე ყველაზე დიდებული რამ მაგრძნობინეთ”: სეზონის დასრულებას დავით კვირცხალია ეხმაურება

aviabiletebi
ავიაბილეთები

სერიალ “ჩემი ცოლის დაქალების” მსახიობი დავით კვირცხალია სერიალის სეზონის დასრულებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„დასრულდა კიდევ ერთი სეზონი და დიდი გამოხმაურება მოჰყვა ყველაფერ იმას რაც ამ ხნის მანძილზე ხდებოდა სერიალში.ალბათ იშვიათია პროექტი, რომელსაც ამდენი მსახიობი დაესაქმებინოს და ყველას ჰქონოდეს შანსი წარმატებისა.ყოჩაღ და მადლობა ქალბატონ ქეთი დევდარიანს იმ ულევი ფანტაზიისა დასიხარულისთვის, რომელსაც მთელი ამ წლების განმავლობაში გვთავაზობდა. დიდება გიორგი ლიფონავას რომელიც ესოდენ მძიმე ტვირთს ასე მსუბუქად სიხარულის განცდით გვირიგებდა ყველა ჩვენთაგანს.მადლობა პროდიუსერებს რეჟისორებს ოპერატორებს,მხატვრებს გრიმიორებს, ასისტენტებს ყველას იმათ ვის გარეშედაც სერიალი არ კეთდება. მე კიდევ უამრავი გზავნილი და შეტყობინებები მომდის მთელი ორი დღეა, გულახდილად გეტყვით ძალიან მსიამოვნებს და მიხარია… საუკეთესო განცდაა, როცა შენს ნამოქმედარს ადამიანები აღტაცებით აღიქვამენ და წარმატებებს გისურვებენ, დიდი მადლობა თქვენ ჩემო ძვირფასებო, ჩემო ნაცნობებო უცნობებო, ნათესავნო და მეგობრებო, ქალბატონებო და ბატონებო და ჩემო ახალგაზრდა მაყურებელო თქვენ მე ყველაზე დიდებული რამ მაგრძნობინეთ: ბედნიერება ჩემს საქმეში…მიყვარხართ.“

 

იტვირთბა....