ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

ქუმსიშვილი და ალავიძე გამოკითხეს: პროკურატურამ “მეტრონომს” ინფორმაცია დაუდასტურა

ცოტა ხნის წინ “აიპრესმა” გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პროკურატურაში დაკითხვაზე იმყოფებოდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი და რეგიონარული განვითარებარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი ზურაბ ალავიძე.

საქართველოს პროკურატურამ ეს ინფორმაცია “მეტრონომს” დაუდასტურა.

“მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ასევე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცალკეულ მოხელეთა მიერ სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოამოყროტად გამოყენებისა და დიდი ოდენობით საბიუჯეტო ხარჯების მართლსაწინააღმდეგო და მითვისება/გაფლანგვის ფაქტებზე.

გიდასტურებთ, რომ ხსენებული სისხლის სამართლის საქის ს ფარგლებში საქართველოს მთავარ პროკურატურაში გამოკითხნენ  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების ყოფილი მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი ზურაბ ალავიძე. საქმეზე გრძელდება გამოძიება და შედეგებს შესახებ დამატებით ეცნობება საზოგადოებას” – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

იტვირთბა....