aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

21 აპრილიდან ქუთაისში გარევაჭრობა კიდევ ერთ ქუჩაზე აიკრძალება

aviabiletebi
ავიაბილეთები

ქუთაისში გარევაჭრობის აკრძალვის მეორე ეტაპი იწყება. 21 აპრილიდან, ჭავჭავაძის გამზირზე მიმდებარე ტერიტორიაზე უნებართვო გარევაჭრობა აიკრძალება. გარემოვაჭრეებს ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლების მიერ გამაფრთხილებელი ბარათები უკვე ჩაჰბარდათ. ინფორმაციას “ქუთაისი პოსტი” ავრცელებს.

პირველ ეტაპზე ქუთაისის ცენტრი და ბაზრის მიმდებარე ტერიტორია მოწესრიგდა. მეორე ეტაპი კი ჭავჭავაძის გამზირის მოწესრიგებას ითვალისწინებს. ქუთაისში გარევაჭრობის აკრძალვა 1 მარტიდან დაიწყო.

წყარო: “იმედინიუსი”

იტვირთბა....