aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ქანთარია: “მგონი მე დავრჩები, იმედი მაქვს ყოველ შემთხვევაში”

aviabiletebi
ავიაბილეთები

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს შემცირებასთან დაკავშირებით უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია კომენტარს აკეთებს. ის იმედოვნებს, რომ  პოლიტიკაში ახლადდაბრუნებული ბიძინა ივანიშვილი აუცილებლად დაიცავს ბალანსს და ვიწრო ჯგუფის ინტერესებს არ გაატარებს.

“იმედი მაქვს, დარწმუნებული ვარ, რომ ბატონი ბიძინა აქ აუცილებლად დაიცავს ბალანსს და ეს არ იქნება ერთი ვიწრო ჯგუფის პოლიტსაბჭო. ეს იქნება სხვადასხვა აზრების მქონდე, მაგრამ ერთიანი მიზნისკენ მიმავალი ხალხის პოლიტიკური საბჭო. მგონი მე დავრჩები, იმედი მაქვს ყოველ შემთხვევაში”- განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.

გუშინ, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში ბრუნდება და ის პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე გახდება.

იტვირთბა....