aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

“მამაკაცმა ჩაიში წამალი ჩამიყარა ფიზიკური კონტაქტის სურვილით”: ქართველი ჟურნალისტი დახმარებას ითხოვს

aviabiletebi
ავიაბილეთები

თურქეთში გორელი დამოუკიდებელი ჟურნალისტის გააუპატიურება სცადეს. ინფორმაციას ამის შესახებ დაზარალებული საკუთარ ფეისბუკის გვერდზე ავრცელებს. ის თურქეთის პოლიციას ადანაშაულებს და საქართველოს საკონსულოს დახმარებას თხოვს.

,,თურქეთში მამაკაცმა ჩემს ჩაიში წამალი ჩაყარა, რომლის დალევის შემდეგაც, ჩემთან ფიზიკურ კონტაქტს მოახერხებდა. ამჟამად ვიმყოფები პოლიციის შენობაში. სამართალ დამცველები არ აღიქვამენ ამ საკითხს სერიოზულად და დაკითხვაზე უარს ამბობენ. პოლიცია მეუბნება თუ არ გავჩერდები დიდი ჯარიმის გადახდა მომიწევს. რადგან საქმე თუ აღიძრა, ჩაის ანალიზის და სასამართლოს ხარჯები შენ უნდა დაფაროვო“ – წერს ჟურნალისტი.

იმედს ვიტოვებთ, შესაბამისი სამსახურები სასწრაფოდ დანტერესდებიან აღნიშნული განცხადებით და მიიღებენ შესაბამის ზომებს.

 

იტვირთბა....