aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ფაშინიანი: “პუტინმა პატარა მიღებაზე მიმიწვია, სადაც ალიევი გამაცნო”

aviabiletebi
ავიაბილეთები

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანი აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს გააცნო.

სომხეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, აღნიშნული ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის გახსნის ცერემონიაზე მოხდა.

„რუსეთისა და საუდის არაბეთის ნაკრებების თამაშის შემდეგ პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა პატარა მიღებაზე მიმიწვია, სადაც ალიევს გამაცნო. ჩვენ უბრალოდ ერთმანეთი გავიცანით, არანაირი არსებითი საუბარი ჩვენს შორის არ შემდგარა“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ორდღიანი სამუშაო ვიზიტით მოსკოვში 13 ივნისიდან იმყოფება. მან შეხვედრები რუსეთის პრეზიდენტთან და პრემიერ-მინისტრთან გამართა.

იტვირთბა....