aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა საზოგადოება

საფრანგეთის არჩევნებზე უსაფრთხოებას 50 000 პოლიციელი და 7 000 სამხედრო იცავს

aviabiletebi
ავიაბილეთები

საფრანგეთში მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურის უსაფრთხოებისთვის 50 000 პოლიციელი და 7 000 სამხედროა მობილიზებული. არჩევნები 66 546 უბანზე ტარდება. თითოეულ უბანს პოლიციის მობილური ჯგუფები იცავს.

უსაფრთოხების ზომები ქვეყანაში მას შემდეგ გამკაცრდა, რაც არჩევნების პირველ ტურამდე სამი დღით ადრე პარიზში, შანზ-ელიზეზე პოლიციელებზე შეიარაღებული თავდასხმა მოხდა, რომლის შედეგად ერთი პოლიციელი დაიღუპა. საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, მატიას ფეკლის განცხადებით, „ქვეყანაში ტერორისტული საფრთხე მაქსიმალურ დონეზეა“.

საფრანგეთში დღეს რიგით მე-11 საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. ადგილობრივი დროით 08:00 საათიდან (თბილისის დროით 10:00 საათიდან) საფრანგეთის 66 546 უბანზე ფრანგები მომავალ ლიდერს 11 კანდიდატს შორის აირჩევენ. საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 19:00 საათზე დაიხურება, ხოლო რიგ დიდ ქალაქებში – 20:00 საათზე.

იტვირთბა....