aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

უკრაინის შს მინისტრი: პროკურორი მზადაა მტკიცებულებები წარადგინოს და ამიტომაც სააკაშვილის ისტერიკა გასაგებია

aviabiletebi
ავიაბილეთები

შს მინისტრის მრჩეველმა ზორიან შკირიაკმა ტელეკომპანია “რუსთავი 2”-თან, მიხეილ სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

შეკითხვაზე, თუ რატომ არ დააკავეს სააკაშვილი წინა დღეებში, როცა ყველამ იცოდა, სად იმყოფებოდა, შკირიაკმა განაცხადა:

“კარგი სიტყვაა, თუკი იმ სიტუაციას გავითვალისწინებთ, რაც ახლა უკრაინაშია და მოგეხსენებათ, ჩვენთან ახლა საკმაოდ დაძაბული სიტუაციაა, ვგულისხმობ პოლიტიკურ სიტუაციას, რომლის გამწვავებასაც სააკაშვილი და მისი პატრონები ცდილობენ კრემლიდან. სააკაშვილის დაკავება მოხდა წარდგენილი ბრალის საფუძველზე. ის დააკავეს კიევის ერთ-ერთ რაიონში, დაკავება მოხდა მშვიდად, წინააღმდეგობა არ გაუწევია.

პროკურატურის მიერ მოპოვებული მტკიცებულებები გამყარებულია ბოლომდე, რკინასავით. გენერალური პროკურორი მზადაა ეს წარადგინოს ნებისმიერ სასამართლოში და ამიტომაც, სააკაშვილის ისტერიკა გასაგებია”, – აცხადებს შკირიაკი.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი ამ დრომდე წინასწარი დაკავების იზოლატორშია. მისი დაპატიმრებიდან უკვე 12 საათი გავიდა და სავარაუდოდ, წინასწარ პატიმრობაში იგი კიდევ 2 დღე დარჩება. უკრაინის გენერალური პროკურატურა სააკაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მოთხოვნით სასამართლოს დღეს მიმართავს, თუმცა ზუსტი დრო, თუ როდის გაიმართება სხდომა, ჯერჯერობით უცნობია.

იტვირთბა....