aviabiletebi
აქტუალური თემა ახალი ამბები ინტერვიუ მთავარი პოლიტიკა

„უგულავა დაზიანებული ბრენდია“: ვის აწყობდა და ვინ დაგეგმა „ნაცმოძრაობის“ გაყოფა

aviabiletebi
ავიაბილეთები

„მეტრონომის“ ექსკლუზიური ინტერვიუ პოლიტოლოგ გია ხუხაშვილთან

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ამბობს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ გაყოფის შედეგად, კარგ შემთხვევაში, მათი ამომრჩეველიც ორ ჯგუფად გაიყოფა. ხოლო უარეს შემთხვევაში, ისინი ელექტორატის დიდ ნაწილს დაკარგავენ. იგი ფიქრობს, რომ ამ პროცესში ხელისუფლების ხელი ნაკლებად ურევია, ხოლო თუ ეს სიმართლეს შეესაბამება, პოლიტოლოგის აზრით, უბრალოდ სისულელეა, რადგანაც ხელისუფლებას ერთიანი „ნაციონალური მოძრაობა“ სააკაშვილის მეთაურობით უფრო აწყობს.

„მეტრონომი“: როგორ ფიქრობთ, რა გახდა „ნაციონალური მოძრაობის“ გაყოფის მიზეზი და ორად გაყოფილ ჯგუფებს რა პოლიტიკური შანსები აქვთ?

გია ხუხაშვილი: ამ პარტიის გაყოფასთან დაკავშირებით, არ მგონია რომ ქართულ პოლიტიკურ მოზაიკაში, რაიმე განსაკუთრებული ხდებოდეს. ფაქტია, რომ ამით ორივე მხარე ზარალდება. კარგ შემთხვევაში, ის ელექტორატი, რომელიც პარტიის მხარადმჭერები არიან, ორად გაიყოფა. დიდი ალბათობით, ისინი გაყოფის შემდეგ მხარდამჭერების დიდ ნაწილს დაკარგავენ. შესაბამისად, ამით ორივე მხარე ზარალდება. საქმე იმაშია, რომ გიგი უგულავას და მიხეილ სააკაშვილის გუნდიც, ორივე ხარვეზიანია.

სააკაშვილის მომხრეები, უბარლოდ ეგზალტირებული მრევლია. ისინი ორინტირებულები არიან ადამიანზე, რომელიც არა მარტო ამ ქვეყანაში არ არის, არამედ ამ ქვეყანაზეც არაა. ამ ჯგუფს პოლიტიკური მოქმედებების არანაირი ინტელექტუალური პოტენციალი არ გააჩნია, რაც საკმაოდ დიდ პრობლემას წარმოადგენს.

მეორე მხარეს კი რჩებიან ადამიანები, რომლებმაც პოლიტიკა კი იციან, მაგრამ ელექტორატის თვალსაზრისით უდიდეს კრიზისს განიცდიან. შესაბამისად, მათ ამომრჩევლის მხარდაჭერა ნულიდან ექნებათ მოსაპოვებელი. საარჩევნო თვალსაზრისით კი ეს არაფერს არ ცვლის. ორი ჯგუფი იმ ამომრჩეველს გაიყოფს, რომელიც მათ აქამდე ჰქონდათ. მესამე არჩევანზე გასასვლელი ამ პარტიას ისედაც არ გააჩნდა.

– გიგი უგულავამ ციხიდან გამოსვლისთანავე, პოლიტიკური განცხადებები გააკეთა. როგორ ფიქრობთ, ის თუ გაყოფილი პარტიის ნაწილის ლიდერი გახდება, რა სახის პოლიტიკური ფიგურა იქნება, მის შანსებს როგორ შეფასებთ?

– ცალსახაა, რომ გიგი უგულავა პარტიის გაყოფის შემდეგ, ლიდერი გახდება. თუმცა, ის ნაციონალური მასშტაბის ლიდერი ვერ იქნება, რომელსაც ხელისუფლებაში მოსვლის შანსი ექნება. მიხელ სააკაშვილი მიუხედავად თავისი სიგიჟეებისა, მაინც სხვა სიმაღლეებზე იყო გასული.

თუმცა, უგულავას ქარიზმა აქვს, რომლის საშუალებითაც ქართულ პოლიტიკაში გარკვეული სახის როლს ითამაშებს. გიგი უგულავა დაზიანებული ბრენდია, თუმცა პარლამენტში მის ჯგუფს უფრო წარმომადგენლობითი დეპუტაცია ჰყავს, რითაც უფრო ბევრი ხამურის მოწყობაც შეუძლია და გარკვეული პოლიტიკური პროცესების წარმართვაც.

– კეთდებოდა განცხადებები, რომ გიგი უგულავას ციხიდან გამოსვლაში ხელისუფლების ხელი ურევია. ეს მოსაზრება რამდენად რეალურად მიგაჩნიათ?

– არ მაქვს საფუძველი, რომ ამ მოსაზრებაზე დაბეჯითებით ვისაუბრო. თუმცა, არა აქვს მნიშვნელობა პოლიტიკაში რა და როგორ ხდება. პოლიტიკაში მნიშვნელობა აქვს, საზოგადოება როგორ აღიქვამს. მოსახლეობაში არის ეს მოსაზრება, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებაში პოლიტიკური ქვეტექსტი იკითხება.

უბარლოდ, მე ამის მიზანი არ მესმის. ხელისუფლებას რაში სჭირდება, რომ უგულავას ციხიდან გამოსვლაში ჩარეულიყო და „ნაციონალურ მოძრაობაში“ დაპირისპირება გაეჩინა. პარტიის შენარჩუნება სააკაშვილის ჩამოშორებით შესაძლებელი რომ ყოფილიყო, ამაში კიდევ რაღაც ლოგიკას დავინახავდი, მაგრამ ესეც სუსტი მიზანია. მითუმეტეს პარტია როდესაც იყოფა, ამომრჩევლის თვალსაზრისით, არაფერი იცვლება.

თუ ამას ვიღაც ხელისუფლებაში გეგმავს, დიდი სისულელეა. უბრალოდ არ მესმის ინტელექტუალური პოტენციალი და ხელისუფლების რესურსი რაში იხარჯება. შესაკრებთა გადანაცვლებით, ბევრი არაფერი იცვლება. ხელისუფლებას „ნაციონალური მოძრაობა“ ერთიანი სახით აწყობს, რადგანაც პოლიტიკურ ველზე, მესამე ძალა არ შემოვიდეს. ვფიქრობ, ვიღაცას საქმე გამოელია და ამით თამაშობს.

– გიგი უგულავას გააქტიურების შემდეგ, ვხედავთ, რომ დავით ბაქრაძემ როგორც ლიდერმა უკან გაიწია. შეიძლება რომ ბაქრაძემაც სააკაშვილის მხარეს გადაინაცვლოს?

– რა თქმა უნდა, გიგი უგულავა დავით ბაქრაძეზე ქარიზმატულია. ბუნებრივია, რომ უგულავა უპირობო ლიდერი იქნება. მეტსაც გეტყვით, მას ჰქონდა თეორიული შანსი, რომ პარტიის ერთიანობა შეენარჩუნებინა. თუმცა, სააკაშვილის მომხრეების მხრიდან, სრული ისტერიკა და სიგიჟეა. ამ ხალხს აზროვნების ნატამალიც კი აღარ დარჩა. ეს ადამიანები, სააკაშვილის მრევლად ჩამოყალიბდა და მეორე მხარეს ურწმუნოებს და ურჯულოებს ეძახიან. ფაქტიურად მეორე მხარე ანათემაზე გადასცეს.

– ამ მოვლენებიდან გამომდინარე ელით თუ არა, რომ როგორც „ქართული ოცნება“ ასევე „ნაციონალური მოძრაობაც“ ამომრჩეველს დაკარგავს? გაჩნდება თუ არა კვლავ მესამე ძალის შექმნის მოთხოვნა და ვინ შეიძლება ეს ძალა შექმნას?

– რა თქმა უნდა, ეს პროცესი უკვე დაწყებულია. საერთოდ, ეს პროცესი არჩევნების წინ დაიწყო, თუმცა სააკაშვილის მტრის ხატის შექმნით ივანიშვილმა ეს ხალხი დააბნია და მესამე ძალის შექმნას ხელი შეუშალა. დღეს, იმ ადამიანების რაოდენობა უფრო მეტია, რომლებიც ფიქრობენ, რომ არც ხელისუფლება და არც „ნაციონალური მოძრაობა“ არ ვარგა. ბაზარზე მოთხოვნა, რომ მესამე პოლიტიკური ძალა გაჩნდეს კიდევ უფრო დიდია. ვფიქრობ, ერთი წლის განმავლობაში ასეთი ძალის ფორმირება დაიწყება. ეს ძალა ადგილობრივი არჩევნების დროს უკვე გამოჩნდება.

ელზა პაპოშვილი

იტვირთბა....