aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

ტრამპი მსოფლიო წესრიგის რეფორმას იწყებს

aviabiletebi
ავიაბილეთები

აშშ–ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გაეროს სტრუქტურული რეფორმის საკითხებზე ორგანიზაციის შტაბ–ბინაში ნიუ–იორკში 18 სექტემბერს მსოფლიო ლიდერებს კრებს.
ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო როიტერი ავრცელებს, რომელსაც პროექტის შესაბამისი დოკუმენტი ჩაუვარდა ხელში.

ქვეყნების ლიდერები მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნებიან მიწვეული შეხვედრაზე, თუ მანამდე 10–პუნქტიან დეკლარაციას მოაწერენ ხელს, რომელიც გაეროს გენერალური მდივნის ანტონ გუტერეშისადმი მიმართვას მოიცავს – დაიწყოს მსოფლიო ორგანიზაციის ეფექტიანი და მიზანმიმართული რეფორმა.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ გენერალურ მდივანს გაეროს სტრუქტურაში კონკრეტული ცვლილებების შეტანის საქმეში, რომლის მიზანსაც თავისი მუშაობის გაუმჯობესება წარმოადგენს ჰუმანიტარული დახმარების, განვითარებისა და სამშვიდობო ინიციატივის მხჯარდაჭერის მიმართულებებით“, – ნათქვამია დოკუმენტში.

დეკლარაცია ასევე მოითხოვს ზედმეტი სამუშაო ადგილების შემცირებას, მათ შორის გაეროს ძირითად ორგანოებშიც. სააგენტოს მონაცემებით, შეხვედრა გაეროს გენასამბლეაზე აშშ–ის ლიდერის გამოსვლის წინა დღეს გაიმართება.

იტვირთბა....