aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძეს სამძიმრის წერილი გამოუგზავნა

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოში სომხეთის საელჩოს ინფორმაციით, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს მამუკა ბახტაძეს სამძიმრის წერილი გამოუგზავნა.

სომხეთის პრემიერ-მინისტრი უსამძიმრებს დიდ დიღომში დაღუპულების ოჯახის წევრებსა და ახლობლებს, დაშავებულებს კი სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს.

„16 იანვარს, ქალაქ თბილისში, დიდ დიღომში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში აფეთქებისას მსხვერპლთა და დაზარალებულთა შორის სომეხი მოქალაქეები და ეთნიკური სომხები არ არიან.  აფეთქების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა და რვა ადამიანმა სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო.

სომხეთის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში თანაგრძნობას გამოხატავს ტრაგიკულ მოვლენასთან დაკავშირებით და მხარდაჭერას უცხადებს დაღუპულთა ნათესავებსა და ქართველ ხალხს” – აღნიშნულია საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საელჩოს განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ დიდ დიღომში აფეთქება მოხდა. აფეთქების მიზეზი, სავარაუდოდ, გაზის გაჟონვაა. ადგილობრივების განცხადებით, მათ დილით გამოძახებული ყავდათ ბრიგადა, რომელმაც მაცხოვრებლები დაამშვიდეს და უთხრეს, რომ საშიში არაფერი იყო. აფეთქებას ადგილზე სამი ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო მოგვიანებით იაშვილის კლინიკაში 4 წლის ბავშვი გარდაიცვალა. 

ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა, რომ დაშვებულია 6 ადამიანი და მათი მდგომარეობა არაა მძიმე.

პრემიერმა 17 იანვარი გლოვის დღედ გამოაცხადა.

ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. გამოძიების ფარგლებში “ყაზტრანსგაზის” წარმომადგენლებიც დაიკითხებიან.

თავად აფეთქების ფაქტზე “ყაზტრასნგაზმა” განცხადება გაავრცელა. 

იტვირთბა....