aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა სამართალი

სესიაშვილი: “სააკაშვილი აუცილებლად წარდგება ქართული მართლმსაჯულების წინაშე”

aviabiletebi
ავიაბილეთები

მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში მესიის ამბიციით წავიდა და რამდენიმე წელშ იქიდან გააგდეს, – განუცხადა ირაკლი სესიაშვილმა ჟურნალისტებს მიხეილ სააკაშვილის პოლონეთში გაძევების თემის კომენტირებისას.

როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა განაცხადა, სააკაშვილმა ქართული სასამართლოს წინაშე აუცილებლად წარდგება.

„მიხეილ სააკაშვილი არის ადამიანი, რომელსაც ქვეყანაში პრეზიდენტობის დროს ჰქონდა ცხრაწლიანი, მე ვიტყოდი, დიქტატურა, ტოტალური კონტროლი, და მიუხედავად ამისა, მან არჩევნები წააგო. ადამიანი, რომელიც წავიდა უკრაინაში და მესიის ამბიციები ჰქონდა, სულ რაღაც რამდენიმე წელში იქიდან გააგდეს. უბრალოდ არ მინდა, რომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ასეთი იმიჯი ქონდეს. ის ქართული მართლმსაჯულების წინაშე აუცილებლად წარდგება, ამის გარანტიას გაძლევთ ჩვენი ხელისუფლების თითოეული წარმომადგენელი. როგორ, რანაირად, – ეს დროის ფაქტორია, თუმცა მე ჩემი ქვეყნის იმიჯი უფრო მაინტერესებს, ვიდრე ერთი ადამიანის, ერთი პოლიტიკოსის ბედი”, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილი 12 თებერვალს, კიევში, რესტორან “სულგუნში” უკრაინის სასაზღვრო სამსახურის სპეცრაზმმა დააკავა და პოლონეთში გააძევა.

იტვირთბა....