aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი ჯანდაცვა

“ჩვენ გავეცით რეკომენდაცია ექიმის მიერ ბავშვის სქესის არგამხელასთან დაკავშირებით”

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს ჯამრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო აცხადებს, რომ აბორტების რაოდენობა ბოლო წლინახევრის განმავლობაში მკვეთრად, რამდენიმე ათასით არის შემცირებული.  სერგეენკო სელექციური აბორტების საკითხსაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ რეკომენდებულია, სქესის არ გამხელა ორსულთათვის, რადგან ეს ხანდახან გავლენას ახდენს მშობლების გადაწყვეტილებაზე. მინისტრის თქმით, სწორედ ამიტომ მან რამდენიმე წლის წინ გასცა რეკომენდაცია, რომ ექიმებს სქესის შესახებ ინფორმაცია არ გაეცათ.

„მნიშვნელოვანია, სქესის არგამხელა ორსულობის პერიოდში, რადგან ზოგჯერ სამწუხაროდ, ეს გავლენას ახდენს მშობლების გადაწყვეტილებაზე, რაც უბრალოდ, მიუღებელია. წლების წინ ჩვენ გავეცით რეკომენდაცია მიცემული სქესის არგამხელასთან დაკავშირებით, ერთეულები ამას იცავენ, სამწუხაროდ, უმეტესობა არ იცავს და მნიშვნელოვანია ეს ეტიკეტი ორსულთან ყველასგან იყოს დაცული”, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

1990-2015 წლებში ბიჭის ყოლის სურვილის გამო, საქართველოში 31446 გოგო არ დაიბადა. ასეთია სტატისტიკა, რომელიც გუშინ გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურისა და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის თანამშრომლობით კონფერენციაზე წარადგინეს.

იტვირთბა....