ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

NDI -ის კვლევის მიხედვით, პოლიტიკოსთა რეიტინგში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დავით სერგეენკოს აქვს

NDI პოლიტიკოსების პოლიტიკურ რეიტინგს აქვეყნებს. ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევის მიხედვით 46% დადებითი დამოკიდებულება აქვს დავით სერგეენკოს მიმართ, უარყოფითი 6%-ს, არც დადებითი არც უარყოფითი 33%-ს.

დავით ბაქრაძის მიმართ დადებითი დამოკიდებულება აქვს გამოკითხულთა 34%, ურყოფითი – 18%, არც დადებითი, არც უარყოფით -36%

თეა წულუკიანის მიმართ დადებითი დამოკიდებულება აქვს გამოკითხულთა 31%, უარყოფით 19%, არც დადებითი არც უარყოფითი-39%.

ლევან იზორიას მიმართ გამოკითხულთა 22% დადებითი დამოკიდებულება აქვს, ლევან იზორიას 10% უარყოფითად აფასებს, 42% არც დადებითად არც უარყოფითად.

გიორგი გახარიას 21% დადებითად აფასებს , 7% უარყოფითად.
23% არ სმენია ვინ არის შს მინისტრი.

გრიგოლ ვაშაძეს დადებითად აფასებს 21%, უარყოფითად აფასებს 15%, 37% არც დადებითად არც უარყოფითად.

ნიკა მელიას დადებითად აფასებს გამოკითხულთა 18%, უარყოფითად 37%, 32 პროცენტს კი არც დადებითი და არც უარყოფითი დამოკიდებულება აქვს.

მიხეილ ჯანელიძეს დადებითად აფასებს 17%, 9% – უარყოფითად.

გიგი უგულავას დადებითად აფასებს 17%, 34% კი უარყოფითად.

იტვირთბა....