ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“საქმე ლაპარაკის ნაცვლად ქენით – ეგეც წაადგება დედაქალაქს”: კალაძე ოპოზიციას

დედაქალაქის მერი, კახი კალაძე საკრებულოს სხდომას ესწრება, სადაც თბილისის ბიუჯეტის პროექტს განიხილავენ.

მერმა დამსწრე ოპოზიციას მიმართა:

“დღეს დედაქალაქი ისეთ მდგომარეობაშია, საქმე ყველას ეყოფა. ვინმე კარებს რომ გიკეტავდეთ, ფანჯრიდან უნდა შედიოდეთ, თუ რამის გაკეთების სურვილი გაქვთ. თუ რამის გაკეთების სურვილი გაქვთ, არ გინდათ სიცოცხლით სავსე ქალაქად გარდაქმნაში მიიღოთ მონაწილეობა? კი ბატონო, საქმე ლაპარაკის ნაცვლად ქენით – ეგეც წაადგება დედაქალაქს“, – მიმართა კალაძემ ოპოზიციას.

როგორც კახა კალაძემ განაცხადა, ნებისმიერ პირთან, რომელსაც ქალაქის პრობლემები აწუხებს, ითანამშრომლებენ:

„ჩვენ არ ვყოფთ ადამიანებს არც პარტიული კუთვნილების და არც პოლიტიკური გემოვნების მიხედვით, როგორც ეს ხდებოდა წარსულში. მართლაც გვაქვს ამბიცია, რომ თითქმის სამი ათეული წლის მანძილზე გამჯდარი დაშორიშორების, მიკერძოებისა და გახლეჩილობის მახინჯი პოლიტიკური ტენდენციები ძირფესვიანად აღმოიფხვრას. მე მჭირდება ნებისმიერი სახის თანამშრომლობა მუშაობისას და ზურგით არ ვუდგები აზრიან და საფუძვლიან კრიტიკას. მოგმართავთ აქ წარმოდგენილ ოპოზიციას – ნურც თქვენ დაუდგებით ზურგით რეალობას, იფიქრეთ არა პოლიტიკური ქულების დაწერაზე თქვენივე მომხრეების თვალში, არამედ თბილისის სასიკეთო საქმეებზე, სადაც პირველ რიგში ადამიანები, მოქალაქეები ცხოვრობენ. თუ მართლა გაღელვებთ თბილისის ბედი, სიცოცხლით სავსე ქალაქი კი არ უნდა გწყინდეთ და გაბრაზებდეთ, არამედ ამ ჩანაფიქრის რეალიზებასა და მასში მონაწილეობას უნდა ითხოვდეთ.“, – განაცხადა კახა კალაძემ.

იტვირთბა....