aviabiletebi
ახალი ამბები კულტურა მთავარი

საფრანგეთში დაცული ფოტოების გამოფენა ქართული ღვინის კულტურის შესახებ

aviabiletebi
ავიაბილეთები

 

ხვალ ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით გამოფენა სახელწოდებით: „მე-19 საუკუნის ფრანგულ ფოტოებში ასახული ქართული ღვინის კულტურა“ გაიმართება.  ღვინის სააგენტოს ინფორმაციით, გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება საფრანგეთის სხვადასხვა მუზეუმებსა და არქივებში დაცული ფოტოები ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის შესახებ.

საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გადაღებულ ფოტოებზე ასახულია რთველი, ღვინის დაწურვა, ღვინის მნიშვნელობა სადღესასწაულო სუფრაზე, თიხის სხვადასხვა საღვინე ჭურჭელი, ქვევრები და ა.შ.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული გამოფენა წარმოდგენილი იყო პარიზში, ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციაში.

 

იტვირთბა....