aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი: დიდი იმედით და მოთმინებით ველოდები “ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას

aviabiletebi
ავიაბილეთები

პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ საპრეზიდენტო კანდიდატის მხარდამჭერის საკითხზე მსჯელობს და ეს სავსებით ნორმალურია.

როგორც მან აღნიშნა, ის იმედით და მოთმინებით ელოდება პარტიის გადაწყვეტილებას.

„არ ვფიქრობ, რომ „ქართული ოცნება“ რამის გამო თავს იკავებს. „ქართული ოცნება“ მსჯელობს ამ საკითხზე და ეს სავსებით ნორმალურია. არაფერი არ ეჩქარებათ და ძალიან დიდი იმედით და მოთმინებით ველოდები მათ გადაწყვეტილებას.  ვაგრძელებ ჩემს კამპანიას და ხელმოწერების შეგროვებას“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი შეხვედრებს მართავს მოსახლეობასთან და მხარდამჭერთა ხელმოწერებს აგროვებს.

იტვირთბა....