aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

სად მიიღო დაზიანება GWP-ს თანამშრომელმა: კომპანია “მეტრონომთან” განმარტებას აკეთებს

aviabiletebi
ავიაბილეთები

ტელეკომპანია “რუსთავი 2″-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ” “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” თანამშრომელი ერეკლე კაჭახიძე თავის არეში ცეცხლსასროლი იარაღიდან დაჭრეს.

“მეტრონომს” კომპანიის საინფორმაციო ცენტრში უთხრეს, რომ ისინი გავრცელებულ ინფორმაციას არც უარყოფენ და არც ადასტურებენ, რადგან მათი განცხადებით, შსს-ში აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს, რომელიც დაადგენს კაჭახიძის დაზიანების მიზეზს.

კომპანიაში აცხადებენ, რომ გაზის მოწესრიგების სამუშაოების დროს ერეკლე კაჭახიძეს უეცრად, თავის არედან სისხლი წამოუვიდა:

“ერეკლე კაჭახიძემ 28 აგვისტოს,  თავის არეში დაზიანება სამუშაო დროს მიიღო და არა სამუშაოების წარმოების გამო. (მიმდინარეობდა გზის მოწესრიგების სამუშაოები)  უეცრად თავის არედან წამოუვიდა სისხლი. შესაბამისად, გამოძახებულ იქნა სასაწრაფო დახმარების ბრიგადა და  საპატრულო პოლიცია.  ქირურგიის ეროვნულ ცენტრში სხეულიდან ამოუღეს პნევმატური იარაღიის ტყვიის მსგავსი, ლითონის პატარა ნაჭერი.
აღნიშნულ ფაქტზე  დაწყებულია გამოძიება და დეტალებს გამოძიება დაადგენს”- განუცხადეს “მეტრონომს” GWP-ის საინფორმაციო ცენტრში.

როგორც “მეტრონომს” შსს-ში განუცხადეს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სსსკ-ის 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რომელიც გულისხმობს ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გაუფრთხილებლობით.

“ჩვენთან 112-ზე შემოვიდა შეტყობინება 28 აგვისტოს, რომ გეგმიური სამუშაობის დროს GWP-ს თანამშრომელმა მიიღო დაზიანება. პოლიციამ დაუყოვნებლივ დაიწყო ფაქტის შესწავლა. მოხდა მასთან გასაუბრება. დანიშნულია ექსპერტიზები და ამის შემდეგ გაირკვევა რა სახის დაზიანება აქვს მიყენებული აღნიშნულ პირს “- უთხრეს “მეტრონომს” შსს-ში.

იტვირთბა....