aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სააკაშვილი: “ტრამპის საქმიანობა უფრო მეტყველია ვიდრე სიტყვები”

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სტატიაში, რომელიც The Federalist-ის საიტზე გამოქვეყნდა ნათქვამია, რომ ტრამპის საქმიანობა უფრო მეტყველია, ვიდრე მისი სიტყვები.

სტატიაში მიხეილ სააკაშვილი აღნიშნავს, რომ აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის ბარაქ ობამას საგარეო პოლიტიკამ ჩვენს რეგიონს, რომელსაც „პუტინი უკანა ეზოდ მიიჩნევს, ძირი გამოუთხარა“.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ასევე ამახვილებს ყურადღებას იმ ფაქტზე, რომ ბარაქ ობამა უარს ამბობდა უკრაინისთვის ლეტალური შეიარაღების მიყიდვა დაეშვა.

„მას შემდეგ, რაც მოსკოვმა ძალის გამოყენებით შეცვალა ევროპის საზღვრები, მიუხედავად იმისა, რომ ორპარტიული თანხმობა არსებობდა უკრაინისათვის ლეტალური შეიარაღების მიყიდვასთან დაკავშირებით, ობამა ყოველ ჯერზე უარს ამბობდა აღნიშნულზე“, – ნათქვამია სტატიაში.

მიხეილ სააკაშვილი აღნიშნავს, რომ ობამასგან განსხვავებით, დონალდ ტრამპმა 2017 წელს დაუშვა საქართველოსა და უკრაინისათვის თავდაცვითი ლეტალური იარაღის მიყიდვა.

„დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ უმკაცრესი სანქციები დაუწესა რუსეთს, მათ შორის ოლიგარქებსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს“, – ამბობს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი.
მიხეილ სააკაშვილი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ დონალდ ტრამპის კრიტიკა, რომელიც ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ გაჩნდა, უსამართლოა.

„მან უფრო მეტი კრიტიკა მიიღო, ვიდრე სხვა შემთხვევებმა, რომლებსაც ადგილი ჰქონდათ ბოლო წლების განმავლობაში. მაგალითად, 2012 წელს ბირთვული უსაფრთხოების სამიტზე ბარაქ ობამამ რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი დაამშვიდა და უთხრა, რომ არჩევნების შემდეგ უფრო მეტი მოქნილობა ექნებოდა პუტინთან მოლაპარაკებებისთვის“, – აცხადებს სააკაშვილი.

იტვირთბა....