aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

სააკაშვილი: უკრაინაში სამართლებლივი გზით დავბრუნდები

aviabiletebi
ავიაბილეთები

პოლონეთიდან მიხეილ სააკაშვილი უკრაინულ ტელეკომპანია ,,Newsone”-ის
ეთერში საგანგებოდ ჩაერთო. სააკაშვილმა უკრაინიდან მისი გაძევების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით,  მას მხარს უკრაინის დემოკრატიული ოპოზიცია უჭერს და ამის დასამტკიცებლად მან  იულია ტიმოშენკოსა და ანდრეი სადოვოის გუშინდელი განცხადებებიც გაიხსენა. მისი აზრით, პოროშენკო ახლა ძალიან სუსტია.

„ახალ ძალთა მოძრაობის“ ლიდერმა განაცხადა, რომ უკრაინის ხელისუფლებიდან ამჟამინდელი პრეზიდენტის ჩამოშორების მიზნით მათთან კოორდინაციას და სამოქმედო გეგმაში ჩართვას აპირებს. როგორც მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, პოროშენკო ახლა ძალიან სუსტია. ძალაუფლების შენარჩუნებას კი იმიტომ ახერხებს, რომ ოპოზიცია სუსტია.
მისი თქმით, უახლოეს მომავალში უკრაინაში დაბრუნებას გეგმავს.
„დავბრუნდები სამართლებრივი გზით“ – აღნიშნა სააკაშვილმა.

მან პოროშენკოს „მშიშარა და ბარიგა“ უწოდა, რომელიც მალე ძალაუფლებას დაკარგავს და ყველა დანაშაულისთვის პასუხისგება მოუწევს.

შეგახსენებთ, ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი უცნობმა შეიარაღებულმა პირებმა კიევში, რესტორანში “სულგუნში” დააკავეს. თუმცა მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ის სასაზღვრო პოლიციამ დააკავა და უკრაინიდან პოლონეთში გააძევეს. საქართველოს მესსამე პრეზიდენტი ამ ჟამად ვარშავაში იმყოფება.

 

იტვირთბა....