aviabiletebi
არჩევნები ახალი ამბები მთავარი სოციალური ქსელი

სააკაშვილი – “ოცნების” რეიტინგს დედა არ ყავს, ამ საოცრება და მოღალატე ზურაბიშვილს 52% დაუწერეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს ექს-პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში მორიგი მიმართვა გაავრცელა. მიხეილ სააკაშვილმა “ქართული ოცნების” მიერ გამოქვეყნებული კვლევა შეაფასა და მოსალოდნელი გაყალბება დააანონსა.

“ისევ თვითმფრინავში ვარ, ჯერჯერობით არა თბილისისკენ, მაგრამ ბევრიც არ რჩება. თქვენ ნახეთ “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა უტიფარმა წევრმა მდინარაძემ გამოიტანა მათი კვლევა, სადაც ვაშაძეს დაუწერეს თუ არ ვცდები 17%, ხოლო ამ საოცრებას, ამ უბედურებას, ამ მოღალატეს ქალს, სალომე ზურაბიშვილს 52 თუ 53%. გამოკითხვებში საინტერესო იცით რა არის? ვერცერთი სააგენტო ვერ იპოვეს გამოკითხვისთვის, რადგან ყველა  თავის რეპუტაციას უფრთხილდება. გამოკითხვა ჩაატარებინეს რაღაც ორგანიზაციას, რომელსაც ქვია ფსიქო რაღაცა, ნიშნადობლივი სახელია. ვინ გააკეთა გამოკითხვა? ბიგვავავამ, ივანიშივლის მონამ, მისმა პიარ-კონსულტანტმა ანუ თითონ დაწერეს ციფრები. როგორ ცუდად არიან და როგორი გაჭედილები არიან, ვეღარავის უკვეთავენ და თავად წერენ ციფრებს. სერიოზული კვლევებით, მაგალითად, როგორიცაა “ედისონ რისერჩი” და სხვები, ვაშაძეს აქვს იმაზე მეტი ხმა, ვიდრე მეორე-მესამე ადგილებზე მყოფებს ერთად აღებული. თუ მეორე ტური გახდა საჭირო, იქ საერთოდ 70-30-ზე იგებს. დედა არ ყავს “ქართული ოცნების” რეიტინგს. არიან სრულ პანიკაში.

ივანიშვილის ერთადერთი გამოსავალი გაყალბებაა, ამიტომ მთელი ჩვენი ძალისხმევა მიმართული უნდა იყოს ხმების დაცვისკენ,რაც დიდი კონსოლიდაციის საფუძველზე ცალსახად მიღწევადია.მნიშვნელოვანია გაყალბების დამადასტურებელი დოკუმენტირებული მასალის მოპოვება. ამიტომ, მოგიწოდებთ და ჩემი პირადი თხოვნაა თითოეული თქვენგანისადმი-, გადაიღეთ და დააფიქსირეთ ფულით მოსყიდვის ფაქტები , რომელიც უახლოეს დღეებში დაიწყება.

ყველა შემთხვევაში წააგებენ, ამათზე უფრო ძლიერებსაც და ამათზე უფრო უტიფრებსაც წაუგიათ!
28 ოქტომბერს ივანიშვილი ქართველი ხალხის პირისპირ დამარცხდება”, – აცხადებს სააკაშვილი.

იტვირთბა....