aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

სააკაშვილი: ყველა, ვინც ამბობს, რომ მე რამე დავაშავე, გაფარჩაკდა

aviabiletebi
ავიაბილეთები

Freedom House-ის ანგარიშის იმ ნაწილს, სადაც მიხეილ სააკაშვილზეა საუბარი, თავად საქართველოს მესამე პრეზიდენტი ეხმაურება და აცხადებს, რომ მთელი მსოფლიოსთვის ნათელია, რომ მის წინააღმდეგ პოლიტიკური ანგარიშსწორების ავტორი ბიძინა ივანიშვილია.

„ახლა უკვე მთელი მსოფლიო აღიარებს, რომ ეს საქმეები არის სრულიად უსაფუძვლო და ყველა, ვინც ამბობს, რომ მე რამე დავაშავე, გაფარჩაკდა Freedom House-ის ანგარიშით, ისინი ტყუილად არაფერს წერენ. დადასტურდა, რომ ეს იყო დაუსაბუთებელი პოლიტიკური დევნა. მინდა ვუთხრა ივანიშვილს, მევახშეს, რომელიც გვიშლის ხელს, რომ საქართველო წინ წავიდეს, ხალხს მივცეთ ხელფასები, შევაჩეროთ ქვეყნის დაცლა ხალხისგან, მე ყველა შემთხვევაში დავბრუნდები საქართველოში, ჩემს სამშობლოში, ჩემს საყვარელ ხალხთან და ყველა შემთხვევაში დავასრულებ მის კლეპტოკრატიულ, ოლიგარქიულ მმართველობას, ანტიქართულ, ანტისახელმწიფოებრივ კურსს, რომელიც მას, მის მაფიას აქვს ახლა საქართველოში. ყველაფერი დადგება თავის ადგილზე,“- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

შეგახსენებთ, გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House საკუთარ ანგარიშში წერს, რომ სააკაშვილის შესაძლო დაკავება უფრო გაართულებს „ქართული ოცნების“ ურთიერთობას ევროპასთან და აშშ-სთან.

იტვირთბა....