aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება სოციალური ქსელი

სააკაშვილი: “ბევრს ეგონა, რომ ივანიშვილმა იცოდა როგორ შევრომოდა პუტინს, მაგრამ სირიამ აფხაზეთი და “სამხრეთ ოსეთი”აღიარა”

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სირიის მიერ აფხაზეთისა და “სამხრეთ სოეთის” დამოუკიდებლობის აღიარებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და აცხადებს, რომ ივანიშვილის ხელისუფლება საერთაშორისო არენაზე ქვეყანას ახალ სურპრიზებს უმზადებს.

“სირიის მიერ აფხაზეთისა და ე.წ. “სამხრეთ ოსეთის” დამოუკიდებლობის აღიარება არის საქართველოს დიპლომატიისა და საგარეო პოლიტიკის ჩავარდნაა. რამდენიმე წლის წინ ასადი ასევე დამოკიდებული იყო პუტინზე და მაშინ ჩვენმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ვაშაძემ და ზოგადად, ყველამ ერთად ასადს ამ განძრახვაზე ხელი ავაღებინეთ. ასევე იყო ბელარუსის პრეზიდენტი ლუკაშენკოც რუსეთზე დამოკიდებული. ბევრს ეგონა, რომ ივანიშვილმა იცის რუსეთის ენა და ურთიერთობასაც დაალაგებსო, ქიციც იცის და ქიცმაცურიც, იცის საიდან შეუძვრეს პუტინს.. ყველაფერი პირიქით გამოვიდა.

რეგიონში მყოფმა ქვეყანამ შეწყვიტა ჩვენი სუვერენიტეტის აღიარება, რასაც ექნება შედეგები საქართველოს მოქალაქეებისთვის და სუვერენიტეტისთვის, თუნდაც დროებითის. ვიცი, რომ ივანიშვილის ბანდა ახალ სურპრიზებს გვიმზადებს საერთაშორისო არენაზე და ამას აკეთებს შეგნებულად. თუ ეს საზიზღარი ექსპერიმენტი არ დამთავრდა, ჩვენ წინ გველის  ძალიან ბევრი დანაშაულებრივი ქმედება ქართული სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ”, – განაცხადა სააკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ სირიამ აფხაზეთისა და “სამხრეთ ოსეთის” დამოუკიდებლობა აღიარა.

იტვირთბა....