aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

რუსული მხარე ისლამისტების მიერ 7 რუსული თვითმფრინავის განადგურებას უარყოფს

aviabiletebi
ავიაბილეთები

გამოცემა “კომერსანტი” ორ სამხედრო-დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ სირიაში მდებარე რუსულ ავიაბაზა „ჰმეიმიმზე“ რადიკალმა ისლამისტებმა სულ მცირე 7 რუსული თვითმფრინავი გაანადგურეს.

რუსული სააგენტო “ტასი” კი იუწყება, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო უარყოფს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ 7 რუსული თვითმფრინავი გაანადგურეს ისლამისტებმა.

“31 დეკემბრის ღამეს “ჰმეიმიმის” აეროდრომზე მობილური დივერსიული ჯგუფის შეტევა განხორციელდა. სროლის შედეგად დაიღუპა ორი სამხედრო მოსამსახურე. ინფორმაცია 7 თვითმფრინავის განადგურების შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება”, – ნათქვამია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

 

იტვირთბა....