aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

“რუსთავი 2”-ის ჟურნალისტებზე თავდასხმაში ბრალდებულების პროცესი 16 აპრილს გადაიდო

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქალაქო სასამართლოში ტელეკომპანია “რუსთავი2”-ის ჟურნალისტებზე თავდასხმის დროს დაკავებულების პროცესი 16 აპრილს გადაიდო. მანამდე, სამივე პირი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

დაპირისპირების დროს ადმინისტრაციული წესით ე.წ. ქართული მარშის 6 წევრი დააკავეს. მათგან 2 კლინიკაში იმყოფება, 1 ხელწერილით გაუშვეს, 3-ის შესახებ კი სასამართლომ გადაწყვეტილება 16 აპრილს უნდა მიიღოს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე – ძალადობის და 187-ე – სხვისი ქონების დაზიანების მუხლით მიმდინარეობს.

ე.წ. ქართული მარშის წევრები რუსთავი2-ის ოფისსა და ჟურნალისტებს თავს გუშინ დაესხნენ. აქტივისტებმა ტელეწამყვან გიორგი გაბუნიას და ტელეკომპანიის იურისტს, თამთა მურადაშვილს, თავისუფლება ნახევარი საათის განმავლობაში უკანონოდ აღუკვეთეს.

ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს სამაუწყებლო კომპანიის ჟურნალისტებს. ე.წ. ქართული მარში გიორგი გაბუნიას საკადრო ტექსტის შინაარსს აპროტესტებდა და აცხადებდა, რომ ჟურნალისტმა მათი რელიგიური გრძნობები შეურაცხყო.

ე.წ. “ქართული მარშის” წევრების გაღიზიანება გამოიწვია გუშინ, გადაცემა P.S-ში ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას მიერ გაკეთებულმა განცხადებამ, რომელიც იესო ქრისტეს შეეხებოდა:

„მე ვფიქრობ, რომ იესო ქრისტემ დიდი შეცდომა დაუშა, როდესაც საქადაგებლად 2000 წლის წინ ისრაელში მოვიდა. უნდა მოსულიყო 2-3 წელიწადში აჭარაში და ჯვარზე კი ვერ გააკრავდნენ, იმიტომ რომ ჯვრის დასამზადებლად ხე აღარ იქნებოდა დარჩენილი. ამ დროისთვის ბიძინას ეზოში იქნება ყველა ხე გადარგული. ასე იცოცხლებდა იესო ღრმა სიბერემდე უხეო აჭარაში. მთავარია სადმე ბიძინასთვის არ გადაეკვეთა გზა, ან უარესი, მის ეზოში არ დაეწყო ქადაგება, თორემ იგივენაირად დაასრულებდა, როგორც 2000 წლის წინ, ან უარესად” – ასეთი შესავალი გაუკეთა გადაცემა „პოსტსკრიპტუმის“ წამყვანმა გიორგი გაბუნიამ აჭარაში ხეების მოჭრაზე გაკეთებულ სიუჟეტს.

იტვირთბა....