aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

რუსეთში მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ISIS-მა აიღო

aviabiletebi
ავიაბილეთები

რუსეთის ქალაქ სურგუტში მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. ამის შესახებ SITE Intelligence Group ტერორისტების საინფორმაციო სააგენტო Amaq-ზე დაყრდნობით წერს.

შეგახსენებთ, რუსეთში, ქალაქ სურგუტში დანით შეიარაღებული უცნობი პირი გამვლელებს თავს დაესხა. ამის შესახებ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი იუწყება:

„წინასწარი ინფორმაციით, უცნობი პირი ქალაქ სურგუტის ცენტრალურ ქუჩაზე ცივი იარაღით თავს დაესხა გამვლელებს, რის შედეგადაც რვა ადამიანია დაშავებული. დაშავებულები ქალაქის საავადმყოფოში არიან გადაყვანილი“, – ნათქვამია საგამოძიებო კომიტეტის განცხადებაში.

ადგილზე გამოძახებულმა სამართალდამცველებმა თავდამსხმელის ლიკვიდირება მოახდინეს.

იტვირთბა....