aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საქსტატი: საქართველოდან რუსეთში ექსპორტის მოცულობა გაორმაგდა

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქსტატის მონაცემებით, საქართველოდან რუსეთში ექსპორტის მოცულობა ერთ წელიწადში გაორმაგდა. 2017 წლის იანვარ-ივლისში ექსპორტის მოცულობამ რუსეთში 214.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, 2016 წლის 7 თვეში კი ეს მაჩვენებელი 101.6 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა.

საქსტატის მონაცემებით, საქართველოს საექსპორტო ბაზრებს შორის რუსეთი პირველ პოზიციაზეა (მთლიანი ექსპორტის 14.8%).

იანვარ-ივლისში რუსეთში გავიდა 80 მილიონი დოლარის ღირებულების ფეროშენადნობები, შარშან კი ეს მაჩვენებელი მხოლოდ 14,656 მილიონ დოლარს შეადგენდა.  თითქმის გაორმაგებულია ღვინოების მიწოდება (2017 წელს ექსპორტი 48.366 მლნ დოლარს შეადგენდა, 2016 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 27,497 მლნ აშშ დოლარს). გაზრდილია მინერალური და მტკნარი წყლების, სპირტიანი სასმელებისა და მსუბუქი ავტომობილების ექსპორტიც.

ამასთან, მთლიან სავაჭრო ბრუნვაში რუსეთი პირველ პოზიციას თურქეთს უთმობს.

 

იტვირთბა....