aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

რაულ ხაჯიმბა და ანატოლი ბიბილოვი ერთმანეთს ცხინვალში შეხვდნენ

aviabiletebi
ავიაბილეთები

აფხაზური მედიის ინფორმაციით, ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა ცხინვალშია. მას სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულმა პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა უმასპინძლა.  შეხვედრის ფარგლებში ხაჯიმბამ და ბიბილოვმა ორმხრივი თანამშრომლობის მდგომარეობასა და პერსპექტივებზე ისაუბრეს. მთავარი აქცენტი პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებზე გაკეთდა.

დღეს ოკუპირებული რეგიონების დე ფაქტო ლიდერები სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს შორის განათლებისა და სოფლის მეურნეობის დარგებში თანამშრომლობის შეთანხმების გაფორმებას გეგმავენ.

„რუსეთის მიერ გაწეული დახმარებით, მიმდინარეობს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სახელმწიფოების ჩამოყალიბების პროცესი. რუსეთმა ჩვენ გვაღიარა და ჩვენც ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენი სახელმწიფოები შედგეს. ჟენევის დისკუსიებში ჩვენ ერთიანი პოზიციის დემონსტრირებას ვახდენთ. ღიად ვაცხადებთ – ჩვენ გვეხმარებიან, მაგრამ ჩვენც უნდა შევეცადოთ, რომ ფეხზე დავდგეთ. აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი მსოფლიოში ყველაზე დიდმა ქვეყანამ აღიარა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ აღიარების პროცესი უნდა შეჩერდეს. ჩვენს მთავარ ოპონენტს არ სძინავს. ყველა პროცესი, რომელიც მის ტერიტორიაზე მიმდინარეობს, მიუთითებს იმაზე, რომ მათ აგრესიაზე უარის თქმის სურვილი არ აქვთ,“ – აცხადებს რაულ ხაჯიმბა.

რაულ ხაჯიმბას ვიზიტისთვის ოკუპურებულ რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის ცხინვალში საქართველოსთან საზღვრის ჩეკეტვა გადაწყვიტეს.

შეზღუდვა 27 ნოემბრის საღამოს 21:00 საათამდე იმოქმედებს.

 

იტვირთბა....