aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ჟენევის ფორმატი და აბაშიძე-კარასინის დიალოგი

aviabiletebi
ავიაბილეთები

ალექსი პეტრიაშვილი – აბაშიძე კარასინის ფორმატმა თავისი თავი ამოწურა

დღეს პრაღაში  რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი  ხვდებიან.

„დღის წესრიგი იმთავითვე შეთანხმებული გვაქვს, ეს გახლავთ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების საკითხები, სატრანსპორტო კომუნიკაციები, გარკვეული ჰუმანიტარული სახის პრობლემები და ამ თემებზე იქნება საუბარი“. – განუცხადა ჟურნალისტებს ზურაბ აბაშიძემ შეხვედრის დაწყების წინ.

აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებები „მეტრონომთან“ საუბარში საქართველოს  ყოფილმა მინისტრმა ევროინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილმა შეაფასა:

ალექსი პეტრიაშვილი: მას მერე, რაც რუსეთმა აფხაზეთის და ცხინვალის რეჟიმთან ე.წ. ხელშეკრულებებს მოაწერა ხელი და ჩვენი ქვეყნის ანექსიას განაგრძობს, ჟენევის ფორმატი  არის უმთავრესი ფორმატი, სადაც საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი საკითხი უნდა განიხილებოდეს – რუსეთის მხრიდან ვალდებულების შესრულების საკითხი. მაშინ როცა, რუსი ოკუპანტები ფაქტიურად ყოველდღე იტაცებენ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, ამ ფორმატმა – აბაშიძე-კარასინის ფორმატმა – თავისი თავი ამოწურა. ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ აბაშიძე-კარასინის საუბრების ტრანსფარენტულობის ხარისხი ძალიან დაბალია, მის შესახებ საზოგადოება მწირ ინფორმაციას იღებს და არის საფუძვლიანი ეჭვი, რომ ამ ფორმატში ჰუმანიტარულ სფეროს მიღმა, არსებული მნიშვნელოვანი პოლიტიკური საკითხები განიხილება. აქედან გამომდინარე, მთელი აქცენტი ჟენევის მოლაპარაკებებზე უნდა იყოს გადატანილი“ – აცხადებს პეტრიაშვილი.

„მეტრონომი“: რა შედეგი მოუტანა საქართველოს ამ დიალოგმა?

ალექსი პეტრიაშვილი: რუსეთის ბაზრის გახსნა ქართული პროდუქციისთვის და რუსული ავიაკომპანიების შემოსვლა საქართველოში – ეს შედეგები მოიტანა აბაშიძე-კარასინის დიალოგმა.

პეტრიაშვილის განცხადებით, ჟენევის ფორმატის ძირითადი უპირატესობა საერთაშორისო თანამეგობრობის მონაწილეობაა. მისივე მტკიცებით, საქართველო რუსეთთან მარტო არ უნდა დარჩეს.

შეგახსენებთ, რომ 2008 წლის შემდეგ, რაც რუსეთ-საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები შეწყდა, მხარეები ერთმანეთს მხოლოდ ჟენევის ფორმატით გამართულ მოლაპარაკებებზე ხვდებოდნენ. ჟენევის მოლაპარაკებები გაეროს, ევროსაბჭოსა და ეუთოს შუამავლობით ტარდება.

იტვირთბა....