aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

პუტინი: “ნატო”-ს ინფრასტრუქტურის რუსეთის საზღვრებთან მოახლოება განსაკუთრებულად საფრთხის შემცველია”

aviabiletebi
ავიაბილეთები

ჰელსინკიში ვიზიტისას ვლადიმერ პუტინმა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსა  და ამ ალიანსში საქართველოს გაწევრიანებაზე  ისაუბრა.

ჟურნალისტმა, კრის უოლესმა რუსეთის პრეზიდენტს შემდეგი კითხვა დაუსვა :- როგორი იქნება რუსეთის რეაქცია თუკი უკრაინა და საქართველო ნატოში გაწევრიანდებიან.

ვლადიმერ პუტინის თქმით,გაფართოვებასა და ალიანსის სამხედრო ინფრასტრუქტურის რუსეთის საზღვრებთან მოახლოვებას მოსკოვი პირდაპირ საფრთხედ აღიქვამს.

„სიტუაცია ნატოსთან დაკავშირებით ასე ვითარდება. მე მშვენივრად ვიცი, როგორ მუშაობს გადაწყვეტილების მიღების მექანიზმები. რა თქმა უნდა იქ გადაწყვეტილებები კონსესუსის საფუძველზე მიიღება, თუმცა ამ გადაწყვეტილებების მიღებამდე ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ცალკეულ წევრებთან ორმხრივი, მუშაობა მიმდინარეობს, როგორც ეს იყო პოლონეთს და რუმინეთის შემთხვევაში, სადაც ახლა ამერიკის შეერთებული შტატების ანტისარაკეტო თავდაცვის სტრატეგიული ელემენტები უნდა განათავსონ. ეს კი ჩვენი უსაფრთხოებისთვის პირდაპირი მუქარაა. ამიტომ ნატოს ინფრასტრუქტურის ჩვენს საზღვრებთან მოახლოება რუსეთისთვის განსაკუთრებულად საფრთხის შემცველია და ჩვენი რეაქცია ამ საკითხთან დაკავშრებით უკიდურესად უარყოფითი იქნება“- განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ 16 ივლისს ჰელსინკიში ამერიკის და რუსეთის ლიდერების პირველი ოფიციალური შეხვედრა გაიმართა. მანამდე 2 ქვეყნის პრეზიდენტები ერთმანეთს პირისპირ ორჯერ შეხვდნენ: 2017 წლის ივლისში ჰამბურგში „დიდი ოცეულის“ სამიტზე და იმავე წლის ნოემბერში „აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტზე“ ვიეტნამში.

იტვირთბა....