aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

პრემიერი: მადლობელი ვართ მოკავშირეების მყარი პოზიციის, რომ რუსეთმა უნდა გააუქმოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ „დამოუკიდებლობის“ აღიარება

aviabiletebi
ავიაბილეთები

პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ნატო-ს გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საქართველო მადლობელია მოკავშირეების მყარი პოზიციის, რომ რუსეთმა უნდა გააუქმოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ „დამოუკიდებლობის“ აღიარება და გაიყვანოს მისი სამხედრო ძალები ამ ტერიტორიებიდან.

მისი თქმით, – ნატო-ს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა მასთან შეხვედრაზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მხარდაჭერა დაადასტურა.

„ჩვენ მადლობელი ვართ მოკავშირეების მყარი პოზიციის, რომ რუსეთმა უნდა გააუქმოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ „დამოუკიდებლობის“ აღიარება და გაიყვანოს მისი სამხედრო ძალები ამ ტერიტორიებიდან. ბატონმა სტოლტენბერგმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ალიანსის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ჩვენ ყველა ვთანხმდებით, რომ საქართველოს მიერ ალიანსის მხარდაჭერით წარმატებით განხორციელებული რეფორმები ხელს შეუწყობს ჩვენი ნატოში გაწევრიანების საბოლოო მიზანს. ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი სახელმწიფო, კიდევ ერთხელ გაჟღერდა ბრიუსელში ერთი კვირის წინ და ჩვენი ერთობლივი მცდელობები მიმართულია ამ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების შესასრულებლად. კიდევ ერთხელ მსურს გადაგიხადოთ მადლობა პირადად თქვენ ბატონო გენერალურო მდივანო, ამ მნიშვნელოვან გზაზე საქართველოს – ჩვენი ქვეყნისა და ერის განუხრელი მხარდაჭერისთვის“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

იტვირთბა....