aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

პრემიერი: კახა კალაძეს ძალიან საინტერესო პოლიტიკური გეგმები აქვს

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა “შუახევიჰესის” მშენებლობის დასრულებისადმი მიძღვნილ ცერემონიაზე  სიტყვა ვიცე პრემიერს, ენერგეტიკის მინისტრს კახა კალაძეს გადასცა, მანამდე კი აღნიშნა, რომ კახა კალაძეს ძალიან საინტერესო პოლიტიკური გეგმები აქვს.
„მინდა სიტყვა გადავცე ენერგეტიკის მინისტრს, ადამიანს, რომელმაც ძალიან მნიშვნელოვანი არა ერთი პროექტი განახორციელა თავისი მინისტრად საქმიანობის პერიოდში. მინდა სიტყვა გადავცე ადამიანს, რომელსაც ძალიან საინტერესო პოლიტიკური გეგმები აქვს და მე დარწმუნებული ვარ, რომ სადაც კახი კალაძე იქნება, იქ იქნება წარმატებაც. მინდა კიდევ ერთხელ თქვენი სახელით მადლობა გადავუხადო მას იმ ძალიან ნაყოფიერი საქმიანობისთვის, რომელსაც ის ეწეოდა ენერგეტიკის მინისტრის პოსტზე ყოფნის პერიოდში და ვუსურვო წარმატებები, რომელშიც მე პირადად და ჩვენი გუნდი დარწმუნებული ვართ“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

გავრცელებული ინფორმაციით, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე „ქართული ოცნებიდან“ თბილისის მერობის კანდიდატი იქნება.

 

იტვირთბა....