ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

კობახიძე: პარლამენტი პრეზიდენტის მოსასმენად მზად არის

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენების თარიღთან დაკავშირებით, კონსულტაციები ჯერჯერობით არ გამართულა. თუმცა პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ პარლამენტი პრეზიდენტის მხრიდან შემოთავაზებას ელოდება. მისი განცხადებით, პარლამენტი პრეზიდენტის მოსასმენად მზად არის, მაგრამ ინიციატივა პრეზიდენტის მხრიდან უნდა მოდიოდეს.

„საქართველოს პრეზიდენტთან კონსულტაციები ჯერჯერობით არ ყოფილა. მოგეხსენებათ, ფიქსირებული რეგლამენტში თარიღი არ არის პრეზიდენტის გამოსვლის. ჩვენ ველოდებით პრეზიდენტის სურვილს და შემოთავაზებას. მისი ინიციატივის შემთხვევაში პარლამენტი მის მოსასმენად სრულიად მზად არის. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ პარლამენტი მზად არის ნებისმიერ დროს მოუსმინოს პრეზიდენტის გამოსვლას“, – განუცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს.

 

იტვირთბა....