aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

პარლამენტი: პრეზიდენტის ადმინისტრაციის წევრები ხვალ პრეზიდენტის სამუშაო ოთახში შევლენ

aviabiletebi
ავიაბილეთები

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და თანამშრომლები პარლამენტში, პრეზიდენტის სამუშაო ოთახში შესვლას შეძლებენ- ინფორმაციას ამის შესახებ პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, პარლამენტის აპარატის უფროსის მოადგილეს, ალექსანდრე ტაბატაძეს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წევრების პრეზიდენტის სამუშაო ოთახში არ შეშვების საკითხი პარლამენტის თავმჯდომარესთან შეთანხმებული არ ყოფილა და პრობლემა უკვე მოგვარებულია.

პარლამენტის აპარატის უფროსის მოადგილე ტაბატაძე პრეზიდენტის ადმინისტრაციას უკვე დაუკავშირდა. ტაბატაძის მიერ ადმინისტრაციის მისამართით გაგზავნილი გზავნილი იურიდიულ პროცედურებს უკავშირდება, რადგან ქუთაისში ჩასვლას არა პრეზიდენტი, არამედ მისი მრჩევლები აპირებდნენ.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შესაძლოა ხვალ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი კაბინეტში ვერ შევიდოდა, თავად გიორგი აბაშიშვილმა გაავრცელა. მისი თქმით, მას პარლამენტის აპარატიდან შეატყობინეს, რომ ხვალ პრეზიდენტის ადმინისტრაციას პარლამენტში მდებარე პრეზიდენტის სამუშაო ოთახში ვერ შეუშვებდნენ.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, მრჩევლები და უშიშროების საბჭო ხვალ ქუთაისში გეგმავს ჩასვლას, სადაც რიგგარეშე სხდომა იმართება. სხდომაზე საკონსტიტუციო რეფორმაზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევა უნდა მოხდეს.

იტვირთბა....