aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა საზოგადოება

პოლონეთის პრეზიდენტი რუსეთში ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის გახსნას არ დაესწრება

aviabiletebi
ავიაბილეთები

პოლონეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის კანცელარიის ხელმძღვანელმა, კშიშტოფ შერსკიმ განაცხადა, რომ პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა ზაფხულში რუსეთში ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის გახსნის ცერემონიაზე დასასწრებად არ ჩავა.

მისი თქმით, პრეზიდენტმა გადაწყვეტილება გუშინ მიიღო.

პოლონეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინს არც საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. გავრცელებული ინფორმაციით, დუდა ფიქრობს, რომ ახლა მისალოცად შესაფერისი დრო არ არის.

გუშინ, ბრიტანეთის შემდეგ, ქვეყნიდან რუსი დიპლომატების გაძევების საკითხის განხილვა პოლონეთშიც დაიწყეს.

სერგეი სკრიპალი და მისი შვილი იულია 4 მარტს დიდი ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერის სავაჭრო ცენტრში უგონო მდგომარეობაში იპოვეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მომხდარზე დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბორის ჯონსონი მოსკოვს აკისრებს პასუხისმგებლობას.

სერგეი და იულია სკრიპალების მოწამვლის შემდეგ ტერეზა მეიმაც გააკეთა განმარტება და რუსი ჯაშუშის ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერებით მოწამვლაში რუსეთი დაადანაშაულა.

ცნობილი გახდა, რომ დიდი ბრიტანეთი 23 რუს დიპლომატს გააძევებს. ამასთან ლონდონმა მოსკოვთან ორმხრივი კავშირები შეაჩერა. მოსკოვიდან ბრიტანელი დიპლომატების გაძევების გადაწყვეტილება მიიღო კრემლმაც.

მანამდე საფრანგეთმა, გერმანიამ და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მოსკოვს ექსპოლკოვნიკის მოწამვლასთან დაკავშირებულ ყველა კითხვაზე პასუხის გაცემისკენ მოუწოდეს.

იტვირთბა....