aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

პოლიციის უფროსის მკვლელობის შესახებ დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი

aviabiletebi
ავიაბილეთები

დამატებითი დეტალები ქობულეთის სოფელ მუხაესტატეს პოლიციის განყოფილების უფროსის მკვლელობასთან დაკავშირებით ხდება ცნობილი.

პირველ არხთან საუბრისას მკვლელობაში ბრალდებულის მეგობარი თეონა ცეცხლაძე ამბობს, რომ ბრალდებულსა და მოკლულს შორის დაძაბული ურთიერთობა იყო.

„ჩემი უახლოესი მეგობარია, არავის არაფერს უშავებდა, პოლიციის უფროსთან ხშირად ჰქონდა უკმაყოფილება იმის გამო, რომ სოფლის ცენტრში ახალგაზრდების თავშეყრა იკრძალებოდა, თავს შეზღუდულად გრძნობდა. თუმცა, წუხელ რა გახდა კონფლიქტის მიზეზი, ვერ გეტყვით, მომხდარის შესახებ დღეს დილით გავიგე“, – ამბობს თეონა ცეცხლაძე.

შემთხვევა დაახლოებით დილის სამ საათზე მოხდა, როცა, ადგილობრივების თქმით, მუხაესტატეს გზაზე ხე გადაჰქონდათ.

როგორც სოფლის მცხოვრებლები ამბობენ, კონფლიქტი მას შემდეგ მოხდა, რაც ხის გადატანაზე მომუშავე პირებს ბრალდებული სასმლით გაუმასპინძლდა.

„სასმელი გაუტანია, ქეიფობდნენ, შეიძლება, რამე ამ დროს მოხდა. მე ხის გადატანის დროს გრუხუნმა გამაღვიძა, ფანჯარასთან ვწევარ და ხმაური გავიგონე, უშუალოდ არაფერი მინახავს“, – ამბობს ბრალდებულის ერთ-ერთი მეზობელი.

მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცველებმა ერთი პირი დააკავეს. შსს-ს ცნობით, ფაქტზე გამოძიება სსსკ-​ის 108-​ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

იტვირთბა....